ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა.
შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი არასრულწლოვანს.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.