პროდიუსერი კახი მამულაშვილი, ,,მამულიჩა” რომლის მშობლები წერეთელზე ცხოვრობენ, სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას იუმორით ეხმაურება.
,,ჩემო ძვირფასო დედა და მამა, გემშვიდობებით 2024 მდე. აწი მხოლოდ ტელეფონით ვიკონტაქტებთ ან ფბ, როცა მომენატრებით ძალიან”, _ წერს კახა მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ, თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, წუხელ, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.