“გაფრთხილებთ : ვიდეო არ არის სასიამოვნო სანახაობა
მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. ამჟამად პიტბულმა ბივერ ტერიერი შეიწირა.
ვუსამძიმრებ და ვუთანაგრძნობ ოჯახს, საშინელი ტრაგედიის გამო. ძალიან განვიცდი და გული მტკივა…
მეგობრებო, გაუფრთხილდით თქვენ პატარებს, ღია სივრცეში იქნება ეს თუ დახურულში. რამეთუ, საზოგადოების ნაწილის ვიშვიში და პროტესტი, აიკრძალოს ძაღლების “უპრაკუნოდ” გამრავლება, დიდი ჯიშების, ალიკაპის გარეშე სასეირნოდ თუ სასეიროდ გაყვანა, აქამდე რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. მითუმეტეს პიტბულის,რომლის ფსიქოლოგია და ტემპერამენტი არაპროგნოზირებადია და ნებისმიერ დროს მას შეუძლია შეუტიოს როგორც ნაცნობებს, ისე უცნობებს,მათ შორის ბავშვებს და სხვა ცხოველებს, ყოველგვარი ნიშნის გარეშე….
პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს და მკაცრად არის გასაკონტროლებელი, თუ ვის შეიძლება ამ ჯიშის ძაღლები ჰყავდეს
არ გაბედოს ვინმემ , საპირისპირო აზრი დამიფიქსიროს , _ წერს ფეისბუქჯგუფში ბივერ ტერიერი საქართველოში 🇬🇪 Biewer Terrier in Georgia ჯგუფის წევრი დალი ორაგველიძე და ვიდეოს აქვეყნებს.