„ნეაპოლში იტალიელი რეჟისორი იღებს დოკუმენტურ მოკლემეტრაჟიან ფილმს ქართველებზე. ეს იქნება ფილმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და კულტურას გაუწევს პოპულარიზაციას იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ., _ ამის შესახებ ქართველმა მედიატორმა და თარჯიმანმა, მაკა ხაჩოშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“მინდა თხოვნით მოგმართოთ, ვისაც სურვილი ექნება, 30 აპრილს, კვირა დღეს, რომ მოხვიდეთ ქართული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებისდაგვარად საქართველოს დროშით და „ნაპოლის“ მაისურებით.
ასევე რეჟისორის თხოვნით, ვისაც სურათი გაქვთ ხვიჩას ფიგურასთან გადაღებული, კომენტარებში გამოგვიგზავნეთ ან ჩემს პირად “მესინჯერში”.
რეჟისორი ასევე დაინტერესებულია ქართველი მოცეკვავეებით, რომლებიც ნეაპოლში ცხოვრობენ.
დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით პირადში ან დატოვეთ კომენტარი”. – წერს მაკა ხაჩოშვილი.