არქიმანდრიტი საბა ჟღენტი გარდაიცვალა.
საბა ჟღენტი ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო. გარდაცვალების მიზეზად, გულის შეტევა სახელდება.
არქიმანდრიტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამა საბას მრევლის წევრი, ჟურნალისტი ლევან ყაულაშვილი ავრცელებს.
“საბას კოშკი დაობლდა…
დიდი დანაკლისი ეკლესიისთვის, მრევლისთვის, ჩემთვის ყველამ იცოდა ჩემს გარშემო ჩემი დიდი პატივისცემა, სიყვარული, მეგობრობა თქვენს მიმართ…
როცა ვინმე მაწყეინებდა, ჩამიხუტებდით, დამარიგებდით… სულ მეიმედებოდით…
მახსოვს, კეხიჯვარში, დაუმსახურებლად შენიშვნა მივიღე, ცრემლები წამსკდა… თქვენ იყავით ვინც მანუგეშეთ, მომეფერეთ და რამდენი კიდევ ასეთი…
ყინწვისს კიდევ ერთი საყრდენი გამოეცალა…
მშვიდობით არა… ნახვამდის…”, – წერს ლევან ყაულაშვილი.