2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 55 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
deportuუწყების გვერდზე გამოქვეყნებულ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკის თანახმად, სულ გაძევებულია, აზერბაიჯანის – 13, ბანგლადეშის – 7, ეგვიპტის -3, თურქეთის-1, ინდოეთის – 10, იორდანიას -1, ირანის- 8, მაროკოს-2, ნეპალის – 1, ნიგერიას-2, რუსეთის ფედერაციის- 1, სომხეთის- 1, ტაჯიკეთის-2, ტოგოს-1, და ჩინეთის 2 მოქალაქე.
გაძევებულ მოქალაქეებს შორის 18 წლამდე ასაკის 9 ბიჭი და 4 გოგო, 18-25 წლამდე ასაკის 5 კაცი და 3 ქალი, 26-40 წლამდე ასაკის 19 კაცი და 3 ქალი, 41-65 წლამდე ასაკის 12 კაცია.
როგორც მიგრაციისა საკითხთა სამთავრობო კომისიის გვერდზე ვკითხულობთ:
_უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ:
იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში;
აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი;
საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/ და საზოგადოებრივ წესრიგს;
მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;
მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა;
მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ;
მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.
1 და 2 პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო 3–8 პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით – სასამართლო.
საქართველოში მყოფ უცხოელს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებით ეძლევა გონივრული ვადა – 10-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. ხოლო თუ უცხოელი აღნიშნულ ვადაში არ დატოვებს ქვეყანას, გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება აღსრულდება მის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.