“ნაპოლის” ზაფხულში 3 წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს, – იუწყება Sky Sports-ის ჟურნალისტი ლუკა მარკეტი.
წყაროს თანახმად, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის არენიდან ვიქტორ ოსიმენი, კიმ მინ ჯაე და პიოტრ ჟიელინსკი აიბარგებიან.
“ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულებაში მისი გამოსასყიდი თანხა განსაზღვრული არაა, ამიტომ, დიდი ალბათობით, კვარა “ნეაპოლში” კიდევ ერთი სეზონით დარჩება.
რაც შეეხებათ პიოტრ ჟიელინსკის, კიმ მინ ჯაესა და ვიქტორ ოსიმენს, ისინი ალბათ წავლენ. მათ ბრწყინვალე სეზონი აქვთ და უამრავი გრანდის ყურადღება მიიქციეს.
ამ ტრანსფერების განხორციელების შანსი ნამდვილად მაღალია,” – წერს მარკეტი.
ცნობისთვის, სერია ა-ს სატურნირო ცხრილს “ნაპოლი” 75 ქულით ლიდერობს. ხვალ ნეაპოლელები ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდებიან.
წყარო: footballnews.ge