“ისე მტკივიხარ, მამაო… ისე მტკივა შენი გაჩერებული გული_სიკეთით და სიყვარულით სავსე….
ისე მტკივა, უკვე სამმაგად ყინწვისის აღმართი…
ხვალ უნდა დაგემშვიდობო, შეხვედრამდე… მარადისობაში! …_ ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარს საბა ჟღენტს შორენა სიხარულიძე ემშვიდობება.
არქიმანდრიტი საბა ჟღენტი 24 აპრილს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.