საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, ამ საღამოდან ქარი გაძლიერდება, ხოლო ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 1 მაისამდე წვიმაა მოსალოდნელი.
“ამ საღამოდან მოსალოდნელია ქარი, ღამის საათებში ძლიერი, ხვალ, დღის პირველი ნახევრის ჩათვლით. ხვალ შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. მოიღრუბლება შუა დღის საათებში, ხოლო ტემპერატურა მაქსიმუმ +25 გრადუსი დაფიქსირდება. დღის პირველი ნახევარი უნალექოდ ჩაივლის, დღის მეორე ნახევრიდან კი ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და ეს კლება შენარჩუნდება 1 მაისის ჩათვლით. დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი 30 აპრილის დღის საათებში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია +18, +20 გრადუსი”,_ ამბობს გვაზავა.