რუსულმა ჯარებმა გაზარდეს საარტილერიო დაბომბვა ფრონტის ცხელ წერტილებზე იმ დონემდე, რაც იყო თებერვალში და შეცვალეს საჰაერო ბრძოლის ტაქტიკა როგორც თვითმფრინავებისთვის, ასევე დრონებისთვის_ ამის შესახებ ukrinform-ის ინფორმაციით, ტავრიისკის ფრონტის თავდაცვის ძალების პრეს-ცენტრის უფროსმა ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ განაცხადა.
“მტერმა ხელახლა დაიწყო საარტილერიო ძალების ამუშავება და თებერვლის მსგავსად დაბომბა ჩვენი პოზიციები. გუშინ და დღეს მტერმა თითქმის 500-ჯერ შეუტია ჩვენს პოზიციებს საარტილერიო სისტემებით.
რაც შეეხება თავდასხმის მოქმედებებს, მტერმა 22-ჯერ მძიმედ შეუტია ჩვენი ჯარების პოზიციებს მარინკას ფრონტზე. მარინკას დაკავების იმედს არ კარგავდნენ, რათა ავდიივკა დაებლოკათ.
რაც შეეხება მტრის მიერ გამოყენებულ ტაქტიკას, მათ გუშინდელი დღის შემდეგ რაღაც შეცვალეს. მტერი ცდილობს ჰაერში აჩვენოს თავისი უპირატესობა. სწორედ ამიტომ იყო გუშინ ამდენი ავიაიერიში“,_ განაცხადა მან.
მაუწყებლის ინფორმაციით, დმიტროშკოვსკიმ განმარტა ცაში რუსების საომარი ტაქტიკის ცვლილების შესახებ: ადრე მხოლოდ ერთი თვითმფრინავი იყო, მაქსიმუმ ორი ცაში და ისინი ცალ-ცალკე დაფრინავდნენ; ხოლო 24 აპრილს იყო გუნდური მუშაობა, როდესაც ორმა თვითმფრინავმა სატყუარას როლი შეასრულა, ხოლო მესამე თვითმფრინავმა მიაყენა დაზიანება უკრაინის ძალებს.
გარდა ამისა, შეიცვალა რუსეთის ფედერაციის ტაქტიკა დრონების გამოყენებისას.
“მტერმა დონეცკის ფრონტზე ორჯერ მეტი სადაზვერვო თვითმფრინავი გამოიყენა.
კამიკაძე დრონების გამოყენების კიდევ ერთი ტაქტიკა გუშინ ასევე პირველად გამოიყენეს. გუშინ დღის მეორე ნახევარში ეს იყო პირველი შემთხვევა: შაჰედის დრონები გამოიყენეს, ისინი წარმატებით ჩამოაგდეს, მაგრამ მათ შემდეგ გამოჩნდა ლანცეტები. ეს არის ასევე სტრატეგია”,_ განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ.
მისი თქმით, ფრონტის ხაზზე მყოფი რუსების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაეცა.
ცნობისთვის, 24 აპრილს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ როდესაც უკრაინაში ამინდის პირობები გაუმჯობესდება, რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა შეტევა განახორციელონ რამდენიმე ფრონტზე.