26 აპრილს „ივლიტა ჯიბუტის“ სახელობის ბიბლიოთეკაში ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის ( SEQTORs) ფარგლებში გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის პრეზენტაცია გაიმართა.
ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის მიზანია მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, გურული ღვინის და ვაზის ჯიშების პოპულარიზაცია და მათი გასაღების ბაზრების მოძებნა.
გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის მიზანია გურული ვაზისა და ღვინის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი შესაძლებლობების განვითარება, მევენახეობის და მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა და გურული ღვინის პოპულარიზაცია, კლასტერის მისია კი გურული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება, გაზრდილი წარმოება და ცნობადობის ამაღლებაა.
_ გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის პროექტი მესამე წელია მიმდინარეობს და 2023 წლის აგვისტოში დასრულდება, ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, ბენეფიციარებს რაც შეეხება პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ახალგაზრდები – ქალები 35 წლამდე ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პროფესიულ კოლეჯებს და მოწყვლადი ჯგუფები, პროექტი ხორციელდება პარტნიორობით ინოვაციებისა და ცვლილებების უნივერსიტეტთან და ყავს ოთხი პარტნიორი ორგანიზაცია ესენია საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, აჭარაში დემოკრატიის ინსტიტუტი და სამეგრელოში ასოციაცია „ათინათი“ , პროექტის განხორციელების არეალი არის: გურია, აჭარა და სამეგრელო, _ გვითხრა პროექტის დირექტორმა თამარ ღლონტმა.
ავტორი