ვერძი
ეს ნიშანი ყველაზე პროდუქტიულად გამოავლენს თავს, თუ სრულ თავისუფლებას მისცემთ მოქმედებისთვის. სწორედ ესაა ვერძისთვის უმაღლესი ფასეულობა. როცა თავს თავისუფლად გრძნობს, ყველაზე რთული დავალების აღებაც შეუძლია თავზე. ნუ გაგიკვირდებათ, როცა მას თავისი განუმეორებელი სტილით შეასრულებს.
კურო
კუროსთვის ყველაზე ძვირფასი საკუთარი კერაა. იგი სიყვარულით ეპყრობა საცხოვრებელს და ნებისმიერი გზით ცდილობს მის კეთილმოწყობას. ესაა მისი ციხე-სიმაგრე, საუკეთესო დაცვა. მხოლოდ კერძო სახლის ან, თუნდაც, დიდი მყუდრო ბინის შეძენის შემდეგ იგრძნობს ეს ნიშანი თავს სრულყოფილად.
ტყუპები
ემოციურ ტყუპებს მეგობრები სჭირდება. მისთვის ცხოვრება უგემური და ცარიელი ჩანს, ბევრი ძვირფასი მეგობრის გარეშე. ყურადღებით იყავით, რამდენადაც ტყუპები ახლობლის წყენას საკუთარივით აღიქვამს.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის მთავარი პრიორიტეტი მისი ოჯახია. სამწუხაროდ, ამაში მას ზომიერების დაცვა არ შეუძლია. მისთვის აუცილებელია, იცოდეს ყველაფერი ყველას შესახებ. მართალია, ამ ადამიანს სიყვარული და მზრუნველობა ამოძრავებს, მასთან ოჯახური ურთიერთობა მაინც რთულია ხოლმე.
ლომი
ის, თუ როგორ ხედავენ ლომს სხვები, აყალიბებს ლომისვე ხედვას საკუთარ თავზე. ამ ნიშნისთვის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რესტორანში სადილობს, ეს ქალაქში საუკეთესო რესტორანში მოხდება. თუ ტელეფონს ყიდულობს – მხოლოდ Apple-ის უკანასკნელ მოდელებს.
ქალწული
მარადიული პერფექციონისტი, ხშირად, სიგიჟის ზღვარზეც მიდის, ოღონ ყველაფერი იდეალურად იყოს. ამას უნდა უფრთხილდეთ, რამდენადაც ზედმეტი შფოთვა არამხოლოდ განწყობას, არამედ ჯანმრთელობასაც ავნებს.
სასწორი
სასწორს არ წაართვათ გემრიელი საკვები! რამე ტკბილის გაქრობა კატასტროფულ შედეგებამდე მიგიყვანთ. მოწყენილი თვალები და ცუდი განწყობა მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ეს ნიშანი ნაყინის გარეშე განიცდის.
მორიელი
მხოლოდ სასიყვარულო ფრონტზე გამარჯვებების სია თუ გაახარებს ნამდვილ მორიელს. რაც უფრო მეტი გატეხილი გულია იქ, მით უფრო თავდაჯერებულია ეს ნიშანი.
მშვილდოსანი
მორიელისგან განსხვავებით, მშვილდოსანს მართლა უყვარს თავისი მეორე ნახევარი. ამ ერთმოყვარეს ერთგული პარტნიორის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. შესაბამისად, მორიელი და მშვილდოსანი ერთად ბედნიერი ვერ იქნებიან.
თხის რქა
ფასიანი ქაღალდები – აი, რას აფასებს ეს ნიშანი. ზუსტად იცის, როგორ გამოიმუშავოს და გაამრავლოს ფული.
მერწყული
თუ მერწყული ყოველ მეორე წელს ერთ ქვეყანაში მაინც არ იმოგზაურებს, ესე იგი, ცხოვრება ამაოდ გაატარა. რა შეიძლება იყოს მოგზაურობაზე უკეთესი?
თევზები
საკუთარი თავისა და ცხოვრების აზრის ძიებაა თევზებისთვის მნიშვნელოვანი. სამუდამოდ და მიზნობრივად ცხოვრების სურვილი მას სიზმრებშიც კი არ ანებებს თავს.
ავტორი