უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშია. ღამით აფეთქებების ხმა კიევშიც ისმოდა. დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მოსახლეობას მოუწოდებენ, განგაშის დასრულებამდე დარჩნენ თავშესაფრებში.
ჩერკასის ოლქში, ქალაქ უმანში რუსული რაკეტა მოხვდა 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს. შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 8 ადამიანი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სამაშველო და სასწრაფო დახმარება.
დნიპროპეტროვსკზე თავდასხმას შეეწირა ორი ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილია ქალი და 3 წლის ბავშვი.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქიც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 მოქალაქე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა.