უკრაინა არის ფარი, რომელიც იცავს ევროპულ ცივილიზაციას,_ ამის შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ახლა არის კედელი, რომელიც იცავს ევროპულ ცივილიზაციას, ამიტომ დასავლელი პარტნიორების ინტერესებშია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რაც შეიძლება მეტი თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ამას სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან უხსნიდა პარტნიორებს და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ რაც უფრო სწრაფად და უკეთესად იქნება უკრაინა შეიარაღებული, მით უფრო მალე შეძლებს ნატოს მთავარი მისიის შესრულებას აგრესიის მოსაგერიებლად.
როგორც Ukrinform-ი იტყობინება, 27 აპრილს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინა ელის პასუხს კითხვაზე, როდის შეძლებს გახდეს ალიანსის წევრი ვილნიუსში, ივლისის ნატოს სამიტზე.