მარტვილის რაიონში ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი პირი, რომელსაც გუშინ ვერ აგნებდნენ, ნაპოვნია და მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ვაქცინაცია. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა ჯანაშიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ასევე აცრა ჩაუტარდა პირს, რომელიც გუშინ ვაქცინის მიღებაზე უარს აცხადებდა.
“ორივე ადამიანი მივიყვანეთ სამედიცინო ცენტრში და დაიწყო მათი ვაქცინაცია. მათთან ცოტა დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა, თუმცა წუხელ საღამოს ორივე მივიყვანეთ ცენტრში და პირველი ვაქცინა ორივემ გაიკეთა”, – აღნიშნა ჯანაშიამ.