პირველი რესპუბლიკის მოედანზე „უცნობისა“ და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია „მოვდივარ“ მიმდინარეობს, რომლის მთავარი სლოგანია „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს პაპუაშვილი მიმართავს.
ორგანიზატორები და მონაწილეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ბედი ვერც მოსკოვში, ვერც ვაშინგტონში, ვერც ბრიუსელსა და ვერც კიევში გადაწყდება.