ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მანქანა, საგზაო მშენებლობაზე დასაქმებულის მანქანას დაეჯახა.
_ არაფერში დამნაშავე არ ვარ. ჩართული მქონდა ციმციმა, ვუხვევდი. ერთი მანქანა გავატარე. მეტი არავინ ჩანდა. უცებ, ბათუმის მხრიდან ისე მოქროდა პატრულის მანქანა, თავი ვერ შეიკავა, შემეჯახა. ისე ძლიერ დამარტყა, თვითონ მანქანა ვერ გააჩერა. აგერაა ყველა. ხალხმა შეხედა. მანქანა სასწრაფოდ წაიყვანეს. გადამალეს. კამერები არ მუშაობსო, რომ ვუთხარით. გადამალეს. აქ ორმოცზე მეტი სიჩქარით მოძრაობა არ შეიძლება. ამათ გადამალეს, კოლეგებმა. თვითონ ხმა არ ამოუღია. რა ჰქონდა სათქმელი. “მომარტყეს” 250-ლარიანი ჯარიმა. გავასაჩივრებ, არ დავთმობ. ასე რატომ უნდა დამჩაგრონ? – ამბობს ჯაბა კაკაბაძე.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა „გურია ნიუსთან“ მოკლე კომენტარი გააკეთა:
_ მოკვლევა ჩატარებულია. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით. მიმართეთ პრესსამსახურს, – გვითხრა ერთ-ერთმა პატრულმა პოლიციელმა.
ავტორი