საქართველოში ძაღლის ყოლისთვის, შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს. ახალი კანონპროექტით, სავალდებულო უნდა გახდეს ყველა ძაღლის დაჩიპვა და იდენტიფიცირება.
რაც შეეხება მოსაკრებლის ოდენობას, თუ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება სპეციალური გადასახადის დაწესება, ამ შემთხვევაში პირველი ძაღლის ყოლისთვის მოქალაქეებს 20 ლარის ოდენობის მოსაკრებლის, მეორე ძაღლის შემთხვევაში 200, ხოლო ყველა მომდევნოზე 100 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ.
ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება მომეტებული რისკის ძაღლის ჯიშებიც, რომელთა ყოლაზეც მოსაკრებელი შედარებით მაღალი იქნება. კერძოდ, 1-ელ მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის ყოლაზე იქნება 200 ლარი, მეორეზე – 2 000 და ყველა მომდევნოზე 1 000-1 000 ლარით მეტი.