ოზურგეთში, თეატრის წინ, მოედანზე, საყვავილეებში ამოსული მარიხუანა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირების საკითხად იქცა.
„30 სმ გადაცდენილია თითო ძირი მარიხუანა, თითქმის ერთი თვეა, იქ არის. რას აკეთებენ ძალოვანები? მიიღეთ ზომები. პასუხისმგებლობა არის თქვენზე და ბორენკა ივანიშვილზე. ირგვლივ არის იუსტიციის შენობა, პროკურატურა, გამოიძიეთ. ნახევარ მეტრს ორ დღეში ვერ გაიზრდება მარიხუანა”, _ დაობდა და ჩხუბობდა ნაციონალი დავით მჟავანაძე.
_ააა, იცი, ხომ რა ხნისაა? მადლობა, დავით, რომ აღიარე შენი პირით, დაჯექი ახლა, გეყოფა, _ შესძახა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ვასაძემ.
_რატომ მოგივიდათ აზრად, რომ იქ მისულიყავით და გენახათ. ვინც დარგო ის გამოკითხეთ, ვინც იპოვა, იმას კითხეთ, ჩემმა მტერმა ვერ მიხვდა, _ ყვიროდა მჟავანაძე.
_არ დაწყებულა ჯერ სხდომა. ჟურნალისტები დაჯექით თქვენს ადგილზე, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
ერთ-ერთი მედისაშუალების დამფუძნებლის კითხვაზე, _ სად არის ჩვენი ადგილი, სად დავჯდეთ, გვაჩვენეო, _ დარჩიამ უპასუხა:
-უკან, უკან, ჯერ არსად არ არის მგონია და ისე უკან.
ავტორი