დილის 6 საათამდე კიევში და უკრაინის რიგ რეგიონებში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში.
დედაქალაქში განგაში 3,5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ოდესაში 15-დან 12 “შაჰედის” დრონი ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელს 3 დრონი შეეჯახა. დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ ყოფილან.
სამხრეთის სარდლობა ამბობს, რომ დრონებზე, რომლებიც ჩამოაგდეს ეწერა “მოსკოვისთვის”.