უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ეწვია. ზელენსკი მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკიმ მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა პატივი მიაგონ მათ ხსოვნას, ვინც დაიღუპნენ სხვადასხვა ომებში, მათ შორის მეორე მსოფლიო ომში.
“გთხოვთ, ასევე გაიხსენოთ უკრაინელები, რომლებსაც შეეძლოთ გადარჩენა, რომ არა ეს აგრესია. რომ არა ომი, რომელიც ჩვენ არ გვინდოდა, რომელიც გვინდა, რომ ბოლო ომი გავხადოთ მსოფლიოში და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უნდა დაამარცხონ აგრესია, რომელიც სათავეს დაუსჯელობას მიჩნეული ადამიანის გონებიდან მოდის.
„ჩვენ ვერ შევაჩერებთ აგრესიულ ომებს, მაგრამ შეგვიძლია დავამარცხოთ აგრესია, როგორც კრიმინალური იდეა, რომელიც სათავეს იღებს დაუსჯელობას მიჩვეული ადამიანის გონებაში.
„თუ აგრესიულ ომებს გადავხედავთ, ყველა მათგანს ერთი რამ აქვს საერთო – ომის ჩამდენს არ სჯეროდა, რომ პასუხის გაცემა მოუწევდათ იმისთვის, რაც გააკეთეს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
ავტორი