უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშუკმა დაადასტურა, რომ 4 აპრილის ღამის თავდასხმის დროს უკრაინელმა სამხედროებმა პირველად მოახერხეს მტრის “კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტის ჩამოგდება.
“ვულოცავ უკრაინელ ხალხს ისტორიულ მოვლენას! დიახ, ჩვენ ჩამოვართვით “უბადლო კინჟალი”, – აღნიშნა მან.
ოლესშუკის თქმით, “კინჟალი” პატრიოტის კომპლექსის დახმარებით ჩამოაგდეს.