შენთან ერთად ბევრად ადვილია, გიორგი..
ახლა დაგვძრახავენ გიორგიო… მაგრამ მე უკვე შევერცხლილს, შენ გვერდით უკვე მრავალჯერ ბრძოლა გამოვლილს და ისევ ბრძოლაში მიმავალს, ისევ შენი, ჩვენი დროშის ქვეშ უფლება მაქვს ასე მოგმართო..
დღეს გიორგობაა. შენ გიხსენებთ, შენი გვეიმედება და იმედი გვაქვს, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, შენთან ერთად გვახსენებენ და იმედი ექნებათ ..ისევ გაშლიან დროშებს, ისევ ახედავენ ზეცაში ჩანხარ თუ არა, ისევ გადაიწერენ პირჯვარს და ისევ მიეტევებიან ყიჟინით..
გიორგობას გილოცავთ ქართველებო… _ წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.