თბილისის მერია, წერეთლის გამზირზე აღმოჩენილ სამარხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც, სპეციალისტების დასკვნით, წარმოადგენს მე-19 საუკუნის აკლდამებს.
შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.
ადგილზე სამუშაოები წარმოებს სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით”, _ ვკითხულობთ განცხადებაში.