“გთხოვთ ილოცეთ 14 წლის ბიჭისთვის” | წერს ხონის ფორუმში ოჯახის ახლობელი, რომელიც ქუთაისი-ხონის გზაზე მომხდარი ავარიის დეტალებს ყვება. მისი ინფორმაციით დაღუპულია მსუბუქ ავტომობილში მძღოლის გვერდით მჯდომი ქალი, ხოლო 14 წლის მოზარდი ამჟამად სიცოცხლისთვის იბრძვის.
მისივე თქმით მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მეორე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ირკვევა მიკრო ავტობუსში მყოფი ადამიანებიდან არავინ დაშავებულა.
გარდაცვლილი გოგონას ვინაობა ცნობილია , “ჩემო ბავშვობავ ძალიან მენანები” | წერს გარდაცვლილის ბიძაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ხონი-ქუთაისის გზაზე მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, მიკრო ავტობუსს დაეჯახა.შემთხვევა გუშინ მოხდა
შსს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: მეგატვ