ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს ხელმძღვანელებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. გურიის რეგიონში 5 ვეტერანი ცხოვრობს, რომლებსაც რწმუნებული სახლში ესტუმრა და გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.
,,დღეს აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს. ჩვენმა ქვეყანამ და რეგიონმა ბევრი ღირსეული მამულიშვილი დაკარგა მეორე სამამულო ომის დროს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში. მინდა მივულოცო ყველა ვეტერანს, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა”,- აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად – 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved