ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, იმოქმედოს როგორც შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
ამის შესახებ Metropoles იტყობინება.
„უკრაინა რეალურად ვერ შეეგუება თავისი ტერიტორიის ოკუპაციას, მან წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. ევროკავშირი მართალია თავის გადაწყვეტილებაში უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო ბრაზილია და სხვა ქვეყნები მართებულები არიან, როცა ეძებენ შუა გზა. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. მე რომ არ მჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია, ამას არ ავიღებდი“, – განაცხადა ლულა და სილვამ.
პრეზიდენტის თქმით, მან უკვე განიხილა ეს საკითხი ჩინეთის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ლიდერებთან. მისი თქმით, ის ასევე აპირებს თემის წამოწევას G7 სამიტის ფარგლებში, რომელსაც იაპონია უმასპინძლებს.
როგორც ცნობილია, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ლულამ თქვა, რომ ის “მოწოდებულია კონფლიქტის დასასრულებლად მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნაში”. მანამდე ლულა და სილვამ უკრაინას ომის დასრულებისთვის ყირიმის დათმობა შესთავაზა.