საპენსიო სააგენტომ 2023 წლის 10 მაისის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
“2023 წლის 10 მაისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.35 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 512.6 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 395 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,551 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 9,722,021.67 ლარს შეადგენს”,_ ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.