,,ვერცა პუტინი გაბედავდა ამას და ვერცა რომელიმე მფრინავი, პარტნიორად საქართველოს ხელისუფლება რომ არ ეგულებოდეს!.. ასე რომ, ხელისუფლების შესაძლო პასუხ-რეაქცია – მე რა შუაში ვარ!.. დემაგოგიაა! თავში ხარ შენ – ხელისუფალო! პარტიის რიგითო წევრო! მხარდამჭერო!.. ამომრჩეველო!
ახლა ვისაუბროთ “პა სუშესტვუ”.
სანქციები ვერ ასცდებათ არა მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსებს, არამედ მათაც, ვინც მოემსახურება “აეროფლოტს”…
რადგან, ნებისმიერი თვითმფრინავი, რეგისტრირებული რუსეთში ან, თუნდაც არ იყოს არარეგისტრირებული და მას ექსპლუატაციას უწევს რუსული მხარე, არის სანქცირებული! ხოლო ის, ვინც მოემსახურება მას, ავტომატურად! ვიმეორებ – ავტომატურად ხვდება სანქციების ქვეშ!
ახლა შენ გადაწყვიტე ირაკლი ღარიბაშვილო, როცა ჩამოვა “აეროფლოტის” თვითმფრინავი! აპატიმრებ ამ მფრინავ საშუალებას! აკავებ და უკან, სხვა რეისით აბრუნებ სალავიოვებს თუ იტოვებ… თუ სამუდამოდ იტოვებ.
აქვე გეტყვით, რომ სანქციების დესპანი სალივანი იქნება მალე თბილისში!” _ წერს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.