ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ჭყონდიდელის დასახლებაში, 40 წლამდე მამაკაცსა და მის ასევე 40 წლამდე მეუღლეს შორის კამათი სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა რასაც სიცოცხლის მოსპობის მუქარა მოჰყვა. აღსანიშნავია რომ არსებული ინფორმაციით 1 თვის წინ მამაკაცი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცავებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.