მართლმადიდებლური ეკლესია ანდრიაობას აღნიშნავს. ქვეყანაში ქრისტიანობის თავდაპირველად შემოტანას სწორედ წმინდა ანდრია პირველწოდებულს უკავშირებენ.
დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც აღინიშნება.
მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვას პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.
12 მაისი ქვეყანაში უქმედ არის გამოცხადებული.