სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებლები ამბობენ, რომ საიტზე არსებული ხარვეზი აგზავნის ავტომატურ მეგობრობის თხოვნას ნებისმიერ პროფილზე, რომელსაც ისინი ნახულობენ.
ფეისბუქის მრავალმა მომხმარებელმა პარასკევს სოციალურ მედიაში პრეტენზია გამოთქვა კონფიდენციალურობის მასიური დარღვევის გამო, რომელსაც ზოგიერთმა უწოდა “დადევნების დასასრული”.
აშკარა ხარვეზი ჯერ არ არის ჩამოთვლილი Meta-ს პლატფორმის შეცდომების ანგარიშის გვერდზე. კომპანიას ჯერ არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი შეფერხების შესახებ.
ცნობისთვის, Facebook-ის მშობელი კომპანია Meta არის მასობრივი გათავისუფლების შუაგულში, რამაც გამოიწვია სულ მცირე 11000-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება.