7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითმა დღემ აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 2 სპორტსმენით მონაწილეობდა.
გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი ორივე 1/8-ფინალში დამარცხდნენ და უმედლოდ დარჩნენ, შესაბამისად ინდივიდუალურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მრავალმხრივ აღმოჩნდა.
საქართველოს მამაკაცთა ძიუდისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლითა და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.
მამაკაცთა საერთო გუნდური ჩათვლა
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, გუნდურ ჩათვლაში იაპონიის ნაკრებს საქართველოს ნაკრებისთვისთვის გასწრება შეეძლო, თუმცა ორივე იაპონელი 1/4-ფინალში დამარცხდა და ოქროს მედალს ვერცერთი ვერ დასჯერდა, შესაბამისად საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების რიგებში მედლები შემდეგმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს.
- ოქროს მედალი – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ); ლუკა მაისურაძე (90 კგ)
- ვერცხლის მედალი – ლაშა ბექაური (90 კგ)
- ბრინჯაოს მედალი – გიორგი სარდალაშვილი
- წყარო: belive.ge