https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ვაიმეეე, ცოცხალი, ტანსაცმლიანი ქალი ტალახში იხრჩობა!!!“

9:09; 14.05.2023
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის.

თემურ ჩირგაძე პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ამით მსახიობები კარგად “სარგებლობდნენ” და საკუთარი შვილების ანალიზები გამოკვლევაზე თემოსთან მიჰქონდათ. ერთხელ თემიკომ ეზოშივე შეამჩნია მასთან მიმავალი სესილია თაყაიშვილი, ისიც გასაგები იყო რისთვისაც მიდიოდა. ჩირგაძემ შესახვედრად გამოყარა თანამშრომლები: ”მოდის, მოდის გენიალური სესილია, ჩვენი დიდი მსახიობი და მოაქვს თაყაიშვილების…”

სესილია ხელით ანიშნებს, აჩუმებს თემიკოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ბოლოს ეუბნება: ბოდიში, მაგრამ, როდესაც მე მომაქვს თქვენთან…, ეს არის გოძიაშვილების და არა თაყაიშვილებისო.

ამ ამბავს მოჰყვა ლამაზი დასასრული. თემური და მისი მეგობარი ოჩო ცერცვაძე, ყვავილებით ხელში, ბოდიშის მოსახდელად ეახლნენ სესილიას. კარი მსახიობმა გააღო და დაინახა დაჩოქილი თემიკო და, არ გაინძრეთ, იყავით ასეო, – იყვირა. გავარდა ეზოში, მოყარა მთელი მეზობლები და გამოაცხადა: ხედავთ, კაცებს როგორ ვუყვარვარო?

მსახიობი გულჩინა დადიანი იხსენებდა: “ჩემი კინოდებიუტი ნანა მჭედლიძის “პირველ მერცხალში” შედგა. გადაღებებზე დოდო აბაშიძის გმირისთვის ცოლი, ფაცია, ვერაფრით შეარჩიეს და მეგობარმა დოდოს საკუთარი ცოლი “ათხოვა”. ასე აღმოვჩნდი დიასახლისი კინოში, რასაც მოგვიანებით სხვა სურათებიც მოჰყვა.

გადაღება ფოთში მიმდინარეობდა. კარგად “შემასწავლეს” მეგრული და ჩემს შვილებიანად ისეთ სახლში მიმიჩინეს დიასახლისობა, სადაც მასპინძელს ცოლ-შვილი დასასვენებლად ჰყავდა გაშვებული. თვითონაც სადღაც გაიხიზნა. ამ სახლს უშუალოდ ფილმშიც ვიღებდით. მითხრეს, ქვეშაგები გამოიტანე, გაამზეურე და დაბერტყეო. ყოველ დილას მივდიოდი, გამოვიტანდი ქვეშაგებს და გულმოდგინედ გაბერტყვის შემდეგ უკან შემქონდა. მეზობლებს უფიქრიათ, ნეტა ვინ მოუყვანია ამ ჩვენს პეტრეს, აქ რაღაც რიგზე ვერ არის, სამი დღეა, ეს ქალი ლეიბებს ბერტყავსო, აუცილებლად მის ცოლს უნდა შევატყობინოთო.

რამდენიმე დღეში ერთ სათამაშო ეპიზოდს ვიღებდით და წივილ-კივილით ეზოში ერთი უცნობი ქალი შემოვარდა. მწვდა თმებში და მთელი ქალაქი შემიყარა. თურმე მეზობლების რჩევით, ფიზიკურად მისწორდებოდა იმ სახლის დიასახლისი. მას ეგონა, რომ ოჯახი დაენგრა და მისი ადგილი დავიკავე. როცა ყველაფერი გაირკვა, ის ქალი ისტერიულად იცინოდა და თან ბოდიშებს მიხდიდა. გამოტყდა კიდეც, ვიფიქრე, ამ ანგელოზივით ქალს რამ მოაწონა ეს ჩემი ჟანგისფერი შოფერი ქმარიო”.

მედეა ჩახავა: “მიხეილ თუმანიშვილი დგამდა სპექტაკლს “როცა ასეთი სიყვარულია”. მე ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ქალის როლს ვთამაშობ. ეპიზოდს ვერ მოვერგე, რაღაც არ გამომდიოდა.

”მედეა, – მირჩია ბატონმა მიშამ, – წადი ახლა, სადაც გინდა, ტლაპო მოძებნე, გადაგორდი ტანსაცმლიანად იმ ტლაპოში, ამოიგანგლე კარგად და როცა ამოხვალ იქიდან, აი ის განწყობილება დაიმახსოვრე, გაითავისე და გამოიტანე სცენაზე”.

მაშინ ბარნოვზე ვცხოვრობდი. სახლის ეზოში ისეთი ტალახი იყო, ტრაქტორს უჭირდა გავლა. გავათბე წყალი, მოვამზადე აბაზანა, გამოვედი ეზოში, გავშალე ხელები და გავითხლაშე ტლაპოში ტანსაცმლიანად. კორპუსის წინ მაღაზია იყო, სადაც მტვირთავად ქურთი აზიზა მუშაობდა. დამინახა აზიზამ და მორთო ყვირილი:

”ვაიმეეე, ცოცხალი, ტანსაცმლიანი ქალი ტალახში იხრჩობა!!!” – თან თავის ტანსაცმელს იხდის, რათა საშველად გადმოხტეს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს. ”ვააიი! – მოუმატა ყვირილს, – ცოცხალი ქალი ტლაპოში ჩაწვა და ისე იხრჩობააა!”

მოგროვდა ხალხი, თვალებს არ უჯერებენ, ამასობაში ერთმა სარეცხის თოკიც მოარბენინა. კარგად რომ ამოვიგანგლე და ვიჯერე გული, ნელ-ნელა ავდექი და წავლასლასდი ჩემი ბინისკენ. თან უშველებელი ოთხკუთხა ჩემოდანი მიჭირავს ( ასე იყო ნაბრძანები ), ის ყარაული კი ხალხს არწმუნებდა, მე გადავარჩინეო”.

ერთ ზაფხულს თბილისურ სიცხეს გაქცეული ბატონი სერგო ზაქარიაძე ფასანაურს აფარებდა თავს. იგი სტუმრობდა იმხანად ახალგაზრდა მსახიობის, ფასანაურელი იაკობ ტრიპოლსკის ოჯახს. ეს ეპიზოდიც ბატონი იაკობის მოყოლილია:

“დილაა, კარზე აკაკუნებენ. ბატონი სერგო შეეგება სტუმარს. მის წინ დგას მთიელის ტანსაცმელში გამოწყობილი მოხევე, გასაყიდი ქილა ერბოთი ხელში.

– რამდენი გინდა მაგაში? – ეკითხება ბატონი სერგო.

– სამ მანათ მინდა! – უპასუხა.

ბატონ სერგოს ძალზე ეიაფა, ამოიღო სამმანეთიანი და აჩვენებს.

– აი, ეს გინდა მაგაში?

– ჰო, ეგა, – უპასუხა მოხევემ.

ბატონმა სერგომ გამოართვა ქილა, მისცა ფული და სთხოვა, რომ რამდენიმე დღეში ერბო კიდევ მოეტანა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გამოჩნდა ის მოხევე ქილა ერბოთი. მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ ბატონმა სერგომ ამოიღო ჯიბიდან სამმანეთიანი და მიაწოდა:

– სამ მანათ არა, ხუთ მანათ მინდა! – ამბობს მოხევე.

– კი მაგრამ, ის ქილა რომ სამ მანეთად მომყიდე, ახლა რატომ გააძვირე?

– მაშინ სამ მანათ მჭირდებოდა, ახლა ხუთ მანათ მჭირია!

ვერაფერი დაუპირისპირა ბატონმა სერგომ მოხევის ლოგიკას, ამოიღო ხუთმანეთიანი და გაუწოდა”.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

მედეა ჩახავასერგო ზაქარიაძე
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

ჟან გაბენმა იპოლიტე ხვიჩია დააფასა

ვასო აბაშიძის „კურიოზი“

ყველა სიახლე

სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25.01.2026
სპორტი

„ბინა გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა“ რა მანქანაა ასეთიო…“

9:53; 25.01.2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

9:47; 25.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო