თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო.
ამომრჩევლებმა არჩევანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ან მთავარი ოპიზიციონერი კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს და სინან ოგანს შორის უნდა გააკეთონ.
არჩევნებში მონაწილეობას 30-ზე მეტი პოლიტიკური პარტია და 150-ზე მეტი დამოუკიდებელი საპარლამენტო კანდიდატი მიიღებს.
კენჭისყრაში ხუთი მრავალპარტიული ბლოკია: სახალხო ალიანსი, ერის ალიანსი, წინაპრების ალიანსი, შრომისა და თავისუფლების ალიანსი და სოციალისტური ძალების კავშირის ალიანსი.