ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.
სამედიცინო აქციას უძღვებოდნენ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, კლინიკა „ინოვას”, სამედიცინო ცენტრ „მედიმედის”, კლინიკა „ენმედიცისა” და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-სპეციალისტები: პედიატრი/ბავშვთა პულმონოლოგი, ალერგოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ყელ-ყურის ექიმი, ბავშვთა ნევროლოგი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი, ბავშვთა ორთოპედი/ტრავმატოლოგი, ბავშვთა უროლოგი, ბავშვთა ნეფროლოგი. კამპანიის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება მიიღო 500-მდე პირმა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა. სამედიცინო აქცია გაიმართა თამარ გორდელაძის ინიციატივით; ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა და ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კლინიკა _ „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით. საორგანიზაციო პროცესში მონაწილეობდნენ ჩოხატაურის ახალგაზრდულ-სტუდენტური გაერთიანების წევრები. ექიმებსა და ორგანიზატორებს მადლობის სიგელები გადაეცათ. მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, აქცია არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაიმართება. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved