თქვენი აზრით, აქ იმისთვის ვართ, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი? ჩემი აზრები ჩემთან იქნება, ეს ჩემი კომპეტენტურობა არ არის. მე როცა ჩემს ფიქრებში მოგიწვევთ, მაშინ შეიძლება გაგცეთ [პასუხი], ეს რომ საქართველოს გაეკეთებინა, შეიძლება შემეფასებინა.
ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ [რუსეთმა] და მე რა ვუქნა ახლა, მივიდე და კისერში ვწვდე? _ უთხრა ჟურნალისტებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა რუსეთის გადაწყვეტილებაზე ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით.