კვარიათში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა – ინფორმაციას tv25 ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა დღეს დილით, პლაჟზე არსებულ კვების ობიექტში მოხდა. კაფე-ბარის მეპატრონემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ობიექტის დემონტაჟისთვის მივიდნენ.
“ყველას გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა და შეაჩეროთ ეს უსამართლობა. არჩილ ჩიქოვანის და აჩიკო კონცელიძის უკანონო ქმედება შეაჩეროთ. “ტორნადოს” დანგრევა უკანონოდ იწყება. ვითხოვ ორთვიან პერიოდს, ჩემი სახსრებით და საშუალებით დაშლაზე”, – აცხადებს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
წყარო: TV25