ქალაქ ოზურგეთში 19 მაისს, პარასკევს ე.წ. თეატრალურ მოედანზე მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ჩართულობით მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართება.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, ღონისძიებაში 300-სზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოხდება ამ პროექტის განხორციელება, რისთვისაც დიდი მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს, რომ არა მისი მხარდაჭერა ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება ვერ დაიგეგმებოდა. ეს იქნება ძალიან სანახაობითი, ფერადი და ზუსტად იმ დღე სასწაულის აღმნიშვნელი, რასაც ემსახურება იდეა გამოსაშვები საღამოს ზეიმი. ღონისძიება იქნება ჟანრობრივად დალაგებული და საინტერესოდ წარმოდგენილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ამ კუთხით იმუშავეს ღონისძიების მენტორებმა: კობა დუნდუამ და ზურა წულაძემ, მუსიკალურ ნაწილში იმუშავეს მარეხი მჟავანაძემ, მაია თოთიბაძემ, ფოტინე გორდელაძემ, ვარდო ჯინჭარაძემ. ფონოგრამების დამზადებაში დათო მეგრელიძემ დაგვეხმარა, სცენარი ეკუთვნის და რეჟისურას აკეთებს ვახო ჩხარტიშვილი. ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ჩართული არის ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელი ლალი სიჭინავა და ამ სამსახურში განათლების მიმართულებით ხელმძღვანელი ლელა სარიშვილი. ყველა მათგანი ძალიან გულიანად დგას ყველა პროცესში. ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში გაკეთდა და ასევე სცენაზე, არ იქნება, არც პროფესიონალი მოცეკვავე და მომღერალი. თითქმის ყველა სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეთორმეტე კლასელები, რომლებიც წელს ამთავრებენ სასწავლო პროცესს. ასევე ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ნომერი სადაც კურსდამთავრებულების ბებიები მიიღებენ მონაწილეობას. კურსდამთავრებულების ჰიმნი, რომელიც ამ დღისთვის შეიქმნა და დაიწერა. მუსიკის ავტორი არის უნიჭიერესი მუსიკოსი და პიანისტი ლევან ჩხაიძე, ტექსტის ავტორი არის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ღლონტი,“- გვითხრა ლელა იმედაშვილმა. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდება. ბოლო ზარის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების განწყობაზე DJ გიგა პაპასკირი იზრუნებს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved