სტუდენტი, რომელსაც ბათუმში, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. იგი ინდოეთის მოქალაქე იყო. ახალგაზრდის მეგობრები მასთან დაკავშირებას 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებდნენ.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სტუდენტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე, ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლობდა.
წყარო: TV25