ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში, მუზეუმების საერთაშორისო დღის, 18 მაისი აღსანიშნავად, შემოქმედებითი ღონისძიება, სახელწოდებით, „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“, ჩატარდა.
სტუმრებს მიესალმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ლანა ქავთარაძე.
ქალბატონმა ლანამ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
_ 40 წელზე მეტია, 1977 წლიდან, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება. მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით კი , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში შემოქმედებითი ღონისძიება ,, მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“ იმართება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მუზეუმი იყოს ცოცხალი ორგანიზმი _ თქვა მან.
სამუზეუმო საქმის სპეციალისტმა, ირინა კალანდაძემ ისაუბრა მუზეუმების ისტორიაზე, მათ საინტერესო კლასიფიკაციაზე, სხვადასხვა სლაიდების მოშველიებით და კიდევ ერთხელ მიულოცა კოლეგებსა და საზოგადოებას ეს უმნიშვნელოვანესი დღე.
მუზეუმის ხერხემალი უწოდა თავისი საქმის დიდოსტატს, ქალბატონ მანანა ლომაძეს ,ლანა ქავთარაძემ, როცა მას სიტყვა გადასცა.
_საქართველოში 230 მუზეუმია. მათ შორის, საუკეთესო ასეულში შედის ოზურგეთის მუზეუმი…სულ 15 განძი გვაქვს და ამ სიაში, რიგით მე-15 ლაითურის განძია, _ თქვა ქალბატონმა მანანამ.
მან პერსონალურად უდიდესი მადლობა გადაუხადა ადამიანებს, ასევე პატივისცემით მოიხსენია გარდაცვლილები, ისინი, ვისაც ლომის წვლილი მიუძღვით მუზეუმის შექმნასა და იმ საქმეში, რასაც საუკეთესო ასეულს შორის დასახელება ჰქვია.
სტუმრებს მიესალმა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, შშმ პირი თამუნა ლურსმანაშვილი.
მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, ქალბატონმა ლალი კილაძემ დარბაზში წარმოადგინა, მუზეუმის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები, რომლელბიც საზეიმოდ დააჯილდოეს.
მოეწყო გამოფენა – „მოგზაურობა ძველ ოზურგეთში“.
ცნობისთვის, მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 45 000-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული.
ავტორი