ძლიერი წვიმის შედეგად იტალიაში 20-ზე მეტი მდინარე ადიდდა. 280-მდე მეწყერი ჩამოწვა.
BBC- ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე მეტად სტიქიის შედეგად რავენა დაზარალდა.
ქალაქის მერმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი კატასტროფა ბოლო საუკუნის განმავლობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ დღეში იტალიაში იმ რაოდენობის ნალექი მოვიდა, რაც 6 თვეში მოდის.
ტელეკომპანია ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ ამოჰყავთ მაშველებს ასაკოვანი ადამიანები სახლის სახურავის ფანჯრიდან.