„დიდი ხნის წინანდელი ამბავია – ჩრდილოეთ კავკასიიდან ვბრუნდებით საქართველოში მანქანით გრძელ გზაზე. ჯერ კიდევ გაგანია საბჭოთა დროა.
შევჩერდით ბენზოგასამართ სადგურთან საწვავის დასამატებლად. არის თვითმომსახურება, დგანან მანქანები და ერთი მანქანის მფლობელი ვერ ახერხებს მანქანაში ბენზინის ჩასხმას, დრო მიდის და მის მანქანაში მყოფი საკმაოდ სიმპათიური მანდილოსანი ეტყობა რომ ბრაზდება. ამ დროს უახლოვდება ერთი ჩრდილოკავკასიელი ჯეელი, ეხმარება ბენზინის ჩასხმაში და თან იმ მანდილოსანს ეუბნება „С таким хозяйном далеко не поедешь».
ჩამრჩა ეს სცენა და სიტყვები მეხსიერებაში, და ეხლა დღევანდელი სიტუაციის შემყურე ვფიქრობ: „С каким хозяйном мы поедем далеко?» ალბათ მაინც ევროკავშირი!“ _ წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.