ბრიანსკის ოლქში, სოფელ ძიატკოვოში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომპანიის საწყობები იწვის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Pravda ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საწყობს იყენებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტაქტორი კომპანია, რომელიც კოსმოსური და სამხედრო აღჭურვილობის ოპტიკურ ნაწილებსა და სისტემებს აწარმოებს.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.