“დღეს განცხადებას განცხადებაზე ვწერ… აიკრძალოს ბოლო ზარებზე მანქანებით გრიალი!!!!!!
სკოლისა და სიცოცხლის დამთავრება ერთდროულად არ უნდა ხდებოდეს!” _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს სკოლის კურსდამთავრებულებს ბოლო ზარის აღნიშვნისას, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარია შეემთხვათ.გურია ნიუსის” ინფორმაციით, მანქანა გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა.
ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სიჩქარის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია. ამ დროისთვის საავადმყოფოში ორი მოსწავლე იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.