უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Bloomberg – თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია მოიგოს რუსეთის წინააღმდეგ ომი. თუმცა ესმის, “რამდენად იტანჯებიან უკრაინელები”.
ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოცემასთან ინტერვიუში საუბრისას ორბანი ამტკიცებდა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევა განწირულია და შემდგომი დახმარების გაგზავნა მხოლოდ უფრო მეტ სიკვდილს გამოიწვევს.
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, რის შემდეგაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
“დააკვირდით ციფრებს, გარემოს, იმ ფაქტს, რომ ნატო არ არის მზად ჯარების გაგზავნისთვის, აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე ღარიბი უკრაინელებისთვის გამარჯვება არ არის.
მე ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე… ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური თანამეგობრობისთვის არის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, როგორც მე, რომ ამ ომში მოგების შანსი არ არსებობს”, – თქვა ორბანმა.
ავტორი