თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი სამშაბათს ეწვია უკრაინის ქალაქ ბახმუტს და განაცხადა, რომ ახლა ის ცნობილი იქნება ყოფილი საბჭოთა სახელით “არტემოვსკი”.
„ბახმუტი ახლა არ არის უკრაინა, ეს არის რუსეთი და ეს არ არის ბახმუტი – ეს არის არტემოვსკი“, – თქვა დენის პუშლინმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ვიდეოში აჩვენეს, რომ პუშილინი სამხედრო ფორმაში დადის მძიმედ დაზიანებული ქალაქის ქუჩებში და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშას აკრავს შენობაზე.
ვიდეოში ის ასევე ამტკიცებდა, რომ ბახმუტის აღება რუსულ ძალებს გაუხსნის გზას უკრაინაში შემდგომი გამარჯვების მისაღწევად.
პუშლინმა პირობა დადო, რომ „ქალაქი განახლდება”.