ვერძი
პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, განაპირობებს იმას, რომ ვერძები შესაშური ოპტიმიზმით, სიცოცხლისუნარიანობითა და მომავლის დაუღალავი რწმენით არიან დაჯილდოებულნი. ისინი ასხივებენ ხოლმე თავდაჯერებას, რაც მათკენ არაერთ ინვესტორს და სპონსორს იზიდავს. ვერძები ფულს იოლად და დიდი ენთუზიაზმით გამოიმუშავებენ, თუმცა ასეთივე გულუხვობით ხარჯავენ კიდეც. ამიტომ როგორც წესი, მათ ცხოვრებაში ხშირია ფინანსური აღმასვლები და დაღმასვლები.
ქალწული
უზომოდ მშრომელი, წინდახედული, ეკონომიური და გონიერი ხალხის ზოდიაქოა. ყველა ქალწული საოცარი რაციონალიზმით ეკიდება ფულს და მატერიალურ სახსრებს. ამასთან ისინი საოცრად პრაქტიკულები არიან და შეუძლიათ მცირე ბიუჯეტით დიდი პროექტების ამუშავება. ქალწული ტიპური “ვორკოჰოლიკია”, რომელსაც მუშაობა და შრომა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ეს ადამიანები დაუღალავად ისწრაფვიან ფინანსური კეთილდღეობისკენ, თუმცა მიღწეულით არასოდეს არიან კმაყოფილი და ყოველთვის ცდილობენ უფრო და უფრო მეტი სივრცე დაიკავონ პროფესიული საქმიანობის კუთხით. რაც თავისთავად კარგ შემოსავლებს უდრის.
ავტორი