26- 27- 28 მაისს კასპში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კიკბოქსინგში. ჩემპიონატში ჩოხატაურიდან მონაწილეობას ანდრია ლორია და ბექა ბექაური იღებდნენ.
ჩემპიონატის ტიტულიდან გამომდინარე სპორტსმენების ნაკადი იყო დიდი და თითქმის ყველა წონაში და წლოვანებაში კონკურენცია უდიდესი იყო, მაგრამ ჩოხატაურელმა სპორტსმენმა ანდრია ლორიამ 2007 -2008 წლოვანებაში, 48 კგ წონით კატეგორიაში, სამივე ბრძოლა აშკარა უპირატესობით მოუგო სამეგრელოელ გამოცდილ სპორტსმენებს და ჩემპიონობა დაისაკუთრა. რაც შეეხება ბექა ბექაურმა 2006- 2007 წლიანებში, 57 კგ წონით კატეგორიაში, ერთი ბრძოლა ქულებით მოიგო, მეორე ბრძოლის დროს მოწინააღმდეგემ უარი თქვა ბრძოლაზე ტრამვის გამო. მაგრამ ფინალში ბექაური ტიტულოვან თბილისელ სპორტსმენთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.