აპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი აცდენილია რეალობას.
მისივე თქმით, აუცილებელია, პრეზიდენტის ნებისმიერ არასწორ განცხადებაზე გაკეთდეს კომენტარი, რომელსაც ხალხი გაიგებს.
“სამწუხაროდ, პრეზიდენტი აცდენილია რეალობას, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ზეპარტიული თანამდებობა ბოლომდე მივიდეს 2024 წლის შემოდგომამდე. აუცილებელია, პრეზიდენტის ნებისმიერ ასეთ განცხადებაზე გაკეთდეს კომენტარი, რომელსაც ხალხი გაიგებს,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.